უამინდობის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე გარკვეული შეზღუდვა მოქმედებს. მოძრაობას საპატრულო პოლიცია საგანგებო რეჟიმში აკონტროლებს. აკრძალულია ნახევრადმისაბმელიანი და მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა.
თელავის საგზაო სამმართველოს დირექტორის, თენგიზ გვერდელაშვილის განცხადებით, გომბორის უღელტეხილზე ამ დროისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, პარალელურ რეჟიმში კი, ქვიშა-მარილის მოყრა.
მოძრაობა დაშვებულია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.
მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, თოვლის ინტენსივობის შესაბამისი ზომები იქნება მიღებული, რათა მოსახლეობას უსაფრთხო გადაადგილების საშუალება ჰქონდეს.