ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ახალციხე-ნინოწმინდისა (სომხეთის საზღვარი) და ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ გზებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.