კომპანია Yahoo-ში განაცხადეს, რომ 2013 წელს მომხდარი კიბერშეტევის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, სერვისის მომხმარებელთა ერთ მილიარდამდე პროფილი იქნა გატეხილი.
როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, კიბერშეტევის აღმოჩენა მხოლოდ ახლა გახდა შესაძებელი, მას შემდეგ, რაც სამართალდამცავმა ორგანოებმა Yahoo-ს შესაძლო შეტევის შესახებ აცნობეს.
კომპანიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ჰაკერებმა პროფილების დაშიფრულ პაროლებზე, ელექტრონულ ფოსტებზე, ტელეფონის ნომრებსა და საკონტროლო კითხვებსა და პასუხებზე მიიღეს წვდომა. როგორც Yahoo-ში იმედოვნებენ, საბანკო ანგარიშებზე და საკრედიტო ბარათებზე ინფორმაცია არ გამჟღავნებულა.
იმ მომხმარებლებმა, რომლებსაც შესაძლოა, ეს კიბერშეტევა შეხებოდათ, შესაბამისი შეტყობინება მიიღეს.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Yahoo-ს აქციები 2,7%-ით დაეცა.