თბილისის გამოკითხული მოსახლეობის 44% მიიჩნევს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში დედაქალაქში გამწვანების კუთხით მდგომარეობა გაუარესდა. ”ეისითის” კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 18% ფიქრობს, რომ ამ კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდა.
კვლევის ავტორთა განცხადებით, მომრავლებული ავტომობილების გამო თბილისის ჰაერის დაბინძურება აქტუალური საკითხი გახდა. ინტერნეტში გავრცელდა რეიტინგები, რომლის მიხედვითაც საქართველო ჰაერის დაბინძურების მიხედვით პირველ ადგილზეა. კვლევის ჩატარების მიზეზიც სწორედ ეს საკითხი გახდა.
”ეისითის” მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ “პარტიზანული მებაღეობას” საკმაოდ დიდი ცნობადობა აქვს თბილისში. ”მათ შესახებ 62%-ს სმენია, თუმცა მათ მიერ ორგანიზებულ ერთ აქციაში მაინც, მხოლოდ 4%-ს აქვს მიღებული მონაწილეობა. მოსახლეობის ნახევარზე მეტი (56%) დადებითად აფასებს მათ საქმიანობას. ნეგატიურად კი მხოლოდ 9%.” - ნათქვამია ”ეისითის” მიერ ჩატარებულ კვლევაში.
კვლევა 2016 წლის ოქტომბერში ჩატარდა და შემთხვევითი შერჩევის გზით თბილისში 400 ზრდასრული მოსახლე გამოიკითხა.