გაერო-ს გარემოს დაცვის პროგრამამ 2016 წელს მსოფლიო მასშტაბით ავტომობილების გამონაბოლქვის სტანდარტების შესამოწმებლად კვლევა ჩაატარა.
დადგინდა, რომ საქართველოში, ისევე როგორც მონღოლეთში, ნიკარაგუაში, უზბეკეთსა და თუქმენეთში, მსგავსი სტანდარტი არ არსებობს.
ევროსტანდარტების რეგულაციებს ყველა ევროპული ქვეყანა აკმაყოფილებს. ევროპის გარდა აღნიშნულ სტანდარტებს აკმაყოფილებს:
ამერიკა, კანადა, ბრაზილია, არგენტინა, აზერბაიჯანი, ავსტრალია, ტაილანდი, ახალი ზელანდია. ავტომობილის გამონაბოლქვის კონტროლი ხდება: პერუში, ურუგვაიში, ალჟირში, ნიგერიასა და ინდოეთში. ხოლო საქართველო ლაოსისა და გვატემალას გვერდით აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებში ავტომობილების გამონაბოლქვი საერთოდ არ კონტროლდება.
მეზობელ აზერბაიჯანში 2014 წელს ხელისუფლებამ ავტომობილებზე ევრო-4-ის სტანდარტები დააწესა. კანონის შესაბამისად, ქვეყანაში 2004 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდა. 2016 წლის იანვარში კი უკრაინამ ავტომობილებზე ევრო-5-ის სტანდარტი დააწესა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე 2010 წელს ქვემოთ გამოშვებული ავტომობილების შეყვანა აიკრძალა.
უკრაინისაგან განსხვავებით, საქართველოში ამ დრომდე არათუ ევრო-5-ის სტანდარტების შემოღებაზეა საუბარი, არამედ ჯერ არც ევრო-1 მოქმედებს. საქართველო პარაგვაის, ნიკარაგუას, იემანის, უზბეკეთის, თურქმენეთის, ავღანეთის, მონღოლეთის და ლაოსის მსგავსად ის ქვეყანაა, სადაც ავტომობილის გამონაბოლქვი საერთოდ არ კონტროლდება და ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.
ნინო დადუნაშვილი