ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ58 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა და ამ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.