ეკონომიკური აქტივობის ზრდას მომავალი წლიდან 4 პროცენტის ფარგლებში ველით, გამომდინარე იმ დაშვებიდან, რომ მომავალ წელს გაიზრდება კერძო და საჯარო ინვესტიციები” , - ამის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა, ფრანსუა პეჰშომ გადაცემა „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას განაცხადა.
პეჰშოს განცხადებით, სავალუტო ფონდის თავდაპირველი პროგნოზის გამოქვეყნების შემდეგ, ფაქტიური ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა.
„ჩვენი თავდაპირველი პროგნოზის გამოქვეყნების შემდეგ, ფაქტიური ეკონომიკური აქტივობა იმაზე დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ მოველოდით მიმდინარე წელს. მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 9 თვის განმავლობაში 2.7 პროცენტი იყო, მაშინ, როცა ჩვენ 3.4 პროცენტს ვვარაუდობდით. ამდენად, ეკონომიკური აქტივობის ზრდას მომავალი წლიდან ველით 4 პროცენტის ფარგლებში, გამომდინარე იმ დაშვებიდან, რომ მომავალ წელს გაიზრდება კერძო და საჯარო ინვესტიციები“, - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა.