პრობლემები, რომლებიც ქართულ თაფლს ევროკავშირის ბაზარზე ელოდება

ქართველი მეფუტკრეები ევროკავშირში თაფლის ექპორსტისთვის ემზადებიან. დასავლურ ბაზარზე გასვლის პერსპექტივებს ადგილობრივი მწარმოებლები დადებითად აფასებენ, თუმცა განმარტავენ, რომ ქართული თაფლის ძირითადი პრობლემა ევროპულ ბაზარზე, მისი არაკონკურენტული ფასია.

კომპანია "მეთაფლიას" დირექტორის როლანდ ზირაქაშვილის თქმით, ქართული თაფლი მაღალი ხარისხისაა და ამ უპირატესობის ფონზე, რამდენიმე წელი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ადგილობრივმა მწარმოებლებმა ევროკავშირში თავის დამკვიდრება მოახერხონ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე