პარლამენტმა “საგადასახადო კოდექსში” შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა “საგადასახადო კოდექსში” შესატანი ცვლილებები 103 ხმით, 6-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო.საკანონმდებლო ცვლილების ძირითად ნაწილს წარმოადგენს ის, რომ იზრდება მარცხენა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების, საწვავისა და საავტომობილო ზეთის აქციზის გადასახადი, ხოლო მაღალშემოსავლიან ოჯახებს ავტომობილზე ქონების გადასახადი უწესდებათ.

ასევე, იზრდება თამბაქოს აქციზის საფასური და აზარტული თამაშის მოსაკრებლის ოდენობა.