დოკუმენტებს, თუ რის საფუძველზე გაიცემა პრემია და სახელფასო დანამატი, რომელთა გაცემასაც თავისი სამართლებრივი საფუძველი უნდა გააჩნდეს, უწყებები ხშირად ვერ გვაწვდიან. ამის შესახებ გენერალური აუდიტორის პირველმა მოადგილემ ნინო ლომჯარიამ Palitranews-ის გადაცემა ”360 გრადუსში” განაცხადა.
მისი თქმით, 2014 წელს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, პრემიების გაცემა შეიზღუდა, თუმცა დინამიკაში სახელფასო დანამატების გაცემა გაიზარდა და რეალურად პრემიები სახელფასო დანამატებმა ჩაანაცვლა.
ამასთან, როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, 2015-2016 წლების მონაცემებით, როგორც პრემიების, ასევე დანამატების გაცემა ზრდადი ტენდენციით ხასიათდება.
”არის შემთხვევები, როდესაც სახელფასო დანამატები წინმსწრებად არის გაცემული”, - აღნიშნა გენერალური აუდიტორის პირველმა მოადგილემ.