მსოფლიოში ცნობილმა სპორტულმა კომპანია Adidas-მა 3D პრინტერზე დაბეჭდილი სარბენი ბოტასები შექმნა.
როგორც გამოცემა Engadget წერს, კომპანია მსგავსი პროდუქციის წარმოებით პირველად დაკავდა. ბოტასის წარმოება შეზღუდული რაოდენობით იგეგმება და 333 დოლარი ეღირება. ბოტასები, რომლის სახელწოდება 3D Runner-ია, 15 დეკემბრიდან მხოლოდ ნიუ იორკში, ლონდონსა და ტოკიოში გაიყიდება.
3D Runner არ არის Adidas-ის პირველი 3D-პრინტერში შექმნილი პროდუქტი. ჯერ კიდევ 2015 წელს კომპანიამ კონცეპტუალური ფეხსაცმელი Futurecraft 3D წარადგინა.
კოკა კვირკველია