ირმა ინაშვილი - ,,პატრიოტთა ალიანსი“ საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს

პარლამენტის ვიცე სპიკერის ირმა ინაშვილის განცხადებით, ,,პატრიოტთა ალიანსი“ საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. როგორც ირმა ინაშვილმა ჟრნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აქციზის ზრდა მოსახლეობას პრობლემებს შეუქმნის.

,,ჩვენ არ დავუჭერთ მხარს აქციზის ზრდას. ეს პირდაპირ დაარტყამს უამრავ ადამიანს, რომელსაც მანქანა ჰყავს და საწვავს იყენებს. ადამიანებს, რომლებიც თამბაქოს მომხმარებლები არიან. ისევ დაარტყამს გაჭირვებულ ფენას. არ არის გამოსავალი იმაში, რომ აქციზზე გაიზარდოს გადასახადი. ამით არ დარეგულირდება ლარის კრიზისი“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს, რაც აქციზის საფასურის ზრდას ითვალისწინებს.