პარლამენტის ბიურომ დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგი განიხილა. პლენარულ სხდომაზე დღეს დაჩქარებული წესით განიხილება „2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის თანმდევი კანონპროექტების პაკეტი. ასევე მეორე მოსმენით განიხილება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტიც. გარდა ამისა, „შეტყობინებების პროცედურების შესახებ ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ დამატებითი ოქმიდან გამომდინარე კანონპროექტების პაკეტი.
მეორე მოსმენით განილება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტიც. პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს პარლამენტის დადგენილების პროექტსაც „2017-2019 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ და დადგენილების პროექტს „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“.
ბიურომ საორგანიზაციო საკითხებიც განიხილა.