ინფრასტრუქტურის სამინისტროში შემცირება არ იგეგმება, მიმდინარეობს სტრუქტურების ოპტიმიზაცია იმისთვის, რომ მთელი სტრუქტურა მოერგოს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გაწერილ გეგმებს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განუცხადა.
მისი თქმით, განსაკუთრებული არაფერი ხდება და აჯობებს, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.
„ინფრასტრუქტურის სამინისტროში შემცირება არ იგეგმება. მიმდინარეობს სტრუქტურების ოპტიმიზაცია იმისთვის, რომ მთელი სტრუქტურა მოერგოს მომდევნო 4 წლის განმავლობაში გაწერილ გეგმებს. დაველოდოთ მოვლენებს. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ხარჯების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ცნობილია. ახლა მიმდინარეობს სტრუქტურის ოპტიმიზაცია, რათა სტრუქტურა ოპტიმალურად მოერგოს იმ გეგმებს, რაც განვაცხადეთ“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.