იაპონურმა კომპანიამ Nintendo-მ მობილური ტელეფონებისთვის ლეგენდარული საკომპიუტერო თამაშის Super Mario Run-ის პირველი ვერსია გამოუშვა.
თამაშის წარმოუდგენელი პოპულარობის გათვალისწინებით, ექსპერტთა ვარაუდით, აპლიკაციაზე დიდი მოთხოვნა იქნება მომხმარებლის მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ თამაში ფასიანი იქნება.
„მარიო ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თამაშია და ცნობილი პერსონაჟი კომპიუტერული თამაშების სამყაროში. ვფიქრობ, თამაშს დიდი წარმატება ექნება“, - განაცხადა პირს ჰარდინგ-როლსმა, კომპანია IHS-ის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, თამაშის სრული ვერსიის მისაღებად საჭირო იქნება თანხის გადახდა.
ამ ეტაპზე თამაში ხელმისაწვდომია მხოლოდ კომპანია Apple-ის მოწყობილობებზე, Android-ის საოპერაციო სისტემისთვის თამაში მოგვიანებით გამოვა.