საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს სთხოვა მოსახლეობას განუმარტოს, თუ როგორ დგინდება ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მოქალაქეებისთვის მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის, სებ-ის პრეზიდენტის მხრიდანაც ინფლაციის მაჩვენებელთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება ხშირ შემთხვევაში დაუჯერებლად ჟღერს, იქედან გამომდინარე, რომ „ცალკეულ პროდუქტებზე სამომხმარებლო ფასები ბევრად მეტია, ვიდრე საშუალოდ 3%-იანი ინფლაციური მაჩვენებელი“.
„თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში საშუალო ინფლაცია 3%-იანია და ჩვენი მოქალაქეებისთვის ხშირ შემთხვევაში მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის, თქვენი მხრიდანაც ეს ნათქვამი დაუჯერებლად ჟღერს და რეალობას აცდენილი ჩანს, იქედან გამომდინარე, რომ ცალკეულ პროდუქტებზე სამომხმარებლო ფასები ბევრად მეტია, ვიდრე საშუალოდ 3%-იანი ინფლაციური მაჩვენებელი, ამიტომაც იქნებ განუმარტოთ საზოგადოებას, როგორ დგინდება ეს საშუალო მდგენელი, რა კომპონენტების ჯამით დგინდება, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ მთელ რიგ საქონელზე ფასები მართლაც გაიზარდა, არის გარკვეული საქონელი, რომელზეც შემცირდა როგორც მომსახურების, ასევე საქონლის ღირებულება და როგორ დგინდება ეს ინფლაციური მაჩვენებელი“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.