რა შოკები იყო ისეთი, რომლის განეიტრალებასაც ცდილობდით აგვისტო-სექტემბერში, როდესაც თქვენ აქტიურად ჩაერიეთ სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებით , - ამ კითხვით მიმართა ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს.
დეპუტატი დაინტერესდა, ახლა რატომ აღარ ახორციელებს ეროვნული ბანკი ინტერვენციებს.
”რა შოკები იყო ისეთი, რომლის განეიტრალებასაც ცდილობდით აგვისტო-სექტემბერში, როდესაც თქვენ აქტიურად ჩაერიეთ სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებით და პრაქტიკულად ბიძინა ივანიშვილს აჩუქეთ ლარის კურსი 2,3. ახლა რაც ხდება შესაძლებელია არის სწორედ ის დაგროვილი რისკები, რაც იმთავითვე ნათელი იყო.
რატომ არ ერევით ახლა, როდესაც ხდება ქვეყანაში ის, რაც ხდება”, - მიმართა ზურაბ ჭიაბერაშვილმა კობა გვენეტაძეს.