ზურაბ ალავიძე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის ინიციატივით და “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით, საქართველოში მოქმედ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან იუწყებიან, შეხვედრა მიზნად ისახავს კერძო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობასა და დიალოგის გაღრმავებას. მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას, როგორც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები, ისე სხვა წამყვანი სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ, მათ შორის მეზობელი ქვეყნებიდან.

”რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2017 წელს, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით მეტად ამბიციური და მასშტაბური გეგმა და აქტივობები აქვს დასახული, რომელთა ეფექტურად განხორციელების ერთ-ერთი საშუალება, სწორედ, სამშენებლო სექტორში მოღვაწე კომპანიებთან აქტიური დიალოგი და თანამშრომლობაა. შეხვედრაზე მხარეებმა აქტიური თანამშრომლობის სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს”,- აცხადებენ სამინისტროში.