კომპანია "ამაზონი" საქართველოთი დაინტერესდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა სხვადასხვა ამერიკულ კომპანიებთან საქმიანი შეხვედრა გამართეს. ერთ-ერთი ასეთი კომპანია "ამაზონია" როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, კომპანია "ამაზონთან" შედგა შეხვედრა, სადაც ქართული და ამერიკული მხარის თანამშრომლობა განიხილეს.

"კომპანია "ამაზონთან" შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

ქართულმა მხარემ "ამაზონს" გააცნო საქართველო, აქ არსებული ბაზარი, ბიზნესის კეთების შესაძლებლობები, საინვესტიციო შესაძლებლობები", - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კითხვაზე, კონკრეტულად რა მიმართულებით იგეგმება "ამაზონთან" თანამშრომლობა და როდიდან დაიწყება აქტიური ურთიერთობა, უწყებაში ჯერ ვერ აკონკრეტებენ.

წყარო ALLNEWS.GE