ადა მარშანია - გასაგებია რას წარმოადგენს ეროვნული ბანკი და მისი ხელმძღვანელიც, როგორი პრინციპული ადამიანია

გასაგებია, კარგი წარმოდგენა გვაქვს უკვე, რას წარმოადგენს ეროვნული ბანკი დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში და მისი ხელმძღვანელიც როგორი პრინციპული ადამიანია, კარგად დავინახეთ , - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ”პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ადა მარშანიამ განაცხადა.

დეპუტატმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მიმართა, კომერციულ ბანკებს დეტალური ინსტრუქცია გაუგზავნოს იმის თაობაზე, ”რომ არ შეიძლება ასეთი ბანდიტური თავდასხმა და გატყავება მოსახლეობის”.

”ბატონო კობა, თხოვნაა, რომელსაც თქვენ ალბათ არ გაითვალისწინებთ, რომელიც ძალიან ცუდ შედეგამდე მიგიყვანთ.

უკეთესია კომერციულ ბანკებს თქვენ დეტალური ინსტრუქცია გაუგზავნოთ იმის თაობაზე, რომ არ შეიძლება ასეთი ბანდიტური თავდასხმა და გატყავება მოსახლეობის”, - განაცხადა ადა მარშანიამ.

მისივე თქმით, განსაკუთრებულად ”ლიბერთი ბანკს” ეკუთვნის ეს, რომელიც ყველაზე მძიმე მდომარეობაში მოქალაქეებს, დევნილებს, სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს ემსახურება.

”მიუთითეთ ბანკებს, რომ ასეთი ბანდიტიზმი შეუძლებელია. სარგებლობენ ამ ადამიანების უძიმესი მდგომარეობით. თქვენ კარგად ხედავთ ამ უნამუსობას და არ აპირებთ არაფრის გამოსწორებას, ესეც კარგად დავინახეთ ჩვენ აქ”, - მიმართა ადა მარშანიამ კობა გვენეტაძეს.