დროთა განმავლობაში პურ-პროდუქტებზე, ასევე რძის პროდუქტებზე იყო გაიაფება, - ასე უპასუხა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრვალესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის შეკითხვას , რომელმაც კობა გვენეტაძეს სთხოვა, დაესახელებინა 295 პროდუქტიდან რომლის გაიაფება მოხდა.
კობა გვენეტაძის განცხადებით, არსებობს მთელი რიგი ჩამონათვალი და მას შეუძლია ზაქარია ქუცნაშვილს დამატებით მიაწოდოს ინფორმაცია.
„რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ რომელ პროდუქტებზე მოხდა გაიაფება, შემიძლია დამატებით მოგაწოდოთ ინფორმაცია, მაგრამ როგორც ვიცი, პურ-პროდუქტებზე იყო დროთა განმავლობაში გაიაფება, ასვე რძის პროდუქტებზე იყო გაიაფება. არსებობს მთელი ჩამონათვალი და შემიძლია მოგაწოდოთ კიდეც“, - განაცხადა გვენეტაძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ინფლაციასა და ფასების ზრდასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა, რაზეც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ხდება გარკვეულ პროდუქტებზე ფასების ზრდა, მაგრამ, ამავე დროს, გარკვეულ პროდუქტებზე ხდება ფასების შემცირება. სებ-ის პრეზიდენტის პასუხის შემდეგ, ზაქარია ქუცნაშვილმა მას მიმართა, დაესახელებინა რამდენიმე პროდუქტი, რომელიც 295 პროდუქციიდან გაიაფდა.