15 დეკემბრიდან ძალაში შევიდა იუსტიციის სახლის აქცია, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქეებს პირადობის მოწმობის აღება უფასოდ, ბიომეტრიული პასპორტის აღება კი 50 ლარად შეეძლებათ 9 იანვრის ჩათვლით. აქცია მხოლოდ იმ სრულწლოვან მოქალაქეებს შეეხება, ვისზეც შეღავათი აქამდე არ მოქმედებდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე უთხრეს, არასრულწლოვნებსა და ვეტერანებს, აქციის ფარგლებში ფასდაკლება არ შეეხებათ, ვინაიდან ისინი ბიომეტრიულ პასპორტს აქამდეც 50 ლარად იღებდნენ.
მათივე ცნობით, 9 იანვრის ჩათვლით, პირადობის მოწმობის უფასოდ აღება გარდა სრულწლოვანი მოქალაქეებისა, 17 წლის იმ მოზარდებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 18 წელი 2017 წლის 2 ნოემბრამდე უსრულდებათ.
აქციის ფარგლებში უფასო იქნება ფოტოს გადაღებაც.