რას ეძებდნენ 2016 წელს ყველაზე ხშირად Google- ში და რა ითვლება ყველაზე მოთხოვნად საჩუქრად?

Pokémon Go, iPhone 7, Donald Trump, Prince, Powerball, David Bowie - ეს ის ტოპ სიტყვებია, რომლებსაც მსოფლიო ყველაზე ხშირად ეძებდა 2016 წელს Google-ს საძიებო სისტემაში.

Pokémon Go მობილური თამაშია, რომელმაც ყველა რეკორდი მოხსნა და 2016 წელს ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ის ერთხელ მაინც არ უთამაშია. ტენდენცია ანალოგიურია საქართველოშიც. ქვეყანაში, ზოგადად, თამაშები მეტად პოპულარულია, Pokémon Go კი ცალსახა დომინანტია ამ მიმართულებით.

აღნიშნულ რეიტინგში iPhone 7 მეორე პოზიციაზეა. Apple-ის 2017 წლის ფლაგმანმა მსოფლიო დაიპყრო. საქართველოში ტექნიკის მაღაზიები iPhone 7-ს წლის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად ასახელებენ. სმარტფონი ერთ-ერთ საუკეთესო საჩუქრად სახელდება საახალწლოდაც. Apple-ის წარმომადგენელი მაღაზიები ერთმანეთს კონკურენციას სწორედ ამ მოდელზე საუკეთესო ფასის შეთავაზებით უწევენ. ამ ეტაპზე itechnic მომხმარებელს iPhone 7-სა და სხვა ტექნიკაზე საუკეთესო ფასსა და განვადების საუკეთესო პირობებს სთავაზობს. ”თიბისი ბანკის” ექსკლუზიური განვადების პირობებში 0 პროცენტია როგორც დამტკიცების საკომისიო, ისე საპროცენტო განაკვეთი. არ არსებობს პირველადი შენატანიც. აქციის ფარგლებში გადახდა სამი თვის შემდეგ იწყება. აქციის პირობებში შეძენილ ტექნიკაზე მომხმარებელი მიიღებს ფასდაკლების ბარათს, რომლითაც 1 წლის განმავლობაში მრავალჯერადად ისარგებლებს. Apple City-ც 0 პროცენტიანი განვადებითა და დამტკიცების საკომისიოს გარეშე სთავაზობს მომხმარებელს პროდუქციას, მაგრამ ამ შემთხვევაში, კონკურენტისგან განსხვავებით, გადახდა პირველივე თვიდან სავალდებულოა. iPlus-ში განვადება უპროცენტოა, თუმცა დამტკიცების საკომისიო პროდუქციის ღირებულების დაახლოებით 10 პროცენტია. დამტკიცების საკომისიო ინდივიდუალურად ითვლება ყველა პროდუქტზე iStyle-ში. მაგალითად, აღნიშნულ მაღაზიაში iPhone 7-ის ღირებულება 2 236 ლარია და მას დამტკიცების საკომისიო 110 ლარი ემატება.

უკვე რამდენიმე წელია, რაც მობილური ტელეფონი წინასაახალწლოდ, ერთ-ერთ ყველაზე სასურველ და მოთხოვნად საჩუქრად ითვლება. გასული წლის ფავორიტი ტელეფონის- iphone 7-ის შეძენა კი ახალი წლისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა.