აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში მომხდარი ცვლილებების ფონზე, საუდის არაბეთის ხელისუფლება აშშ-ში საკუთარი მრავალმილიარდიანი ფინანსური სტრატეგიის გადახედვას გეგმავს,
მათ შორის ინვესტიციების შეჩერებას. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამის ერთ-ერთი მიზეზი აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევაა.
„სტრატეგიის გადახედვის მიზეზი ორი რამ გახდა: აშშ-ის კონგრესის მიერ კანონპროექტის მიღება, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვეპლთა ოჯახის წევრებს საუდის არაბეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის უფლებას აძლევს, ასევე აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა, რომელიც მხარს უჭერდა ამ კანონპროექტს“, - წერს The Wall Street Journal.
როგორც გამოცემას საკუთარმა წყარომ განუცხადა, საუდის არაბეთის სუვერენულმა ფონდმა უკვე შეწყვიტა აშშ-ის ეკონომიკაში ინვესტირება იმ დრომდე, ვიდრე საბოლოოდ არ გახდება ნათელი, რა კურსს აირჩევს თეთრი სახლი.