”საქართველოს რკინიგზა” ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ მატარებელში გაჩენილ ცეცხლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
რკინიგზის ადმინსტრაციაში განმარტავენ, რომ ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ელექტრომატარებელ N 682-ზე მოხდა აალება.
”ოპერატიულად განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარს ხელი არ შეუშლია მატარებლების მოძრაობის გრაფიკზე. მოძრაობა აღდგენილია, მიმდინარეობს მოკვლევა და უახლოეს პერიოდში გაირკვევა აალების მიზეზები”, - აცხადებენ რკინიგზაში.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციაზე გამოყენებულია ლაშა ნადირაშვილის ფოტო, რომელიც სოციალური ქსელებით გავრცელდა