უკრაინაში ახალი თაობის სპირტი - „Пшеничная слеза“ შექმნეს, რომლის ძირითადი უპირატესობა მისი მაქსიმალური სიწმინდეა. ხარისხის სტანდარტების თანახმად, ის სპირტის ოთხი სახეობიდან საუკეთესოდ ითვლება და იდეალური არყის წარმოების გარანტად მიიჩნევა.
სხვა სპირტებისგან განსხვავებით, „Пшеничная слеза“ მხოლოდ პურის, უმთავრესად ნარჩევი ხორბლის მარცვლებისგან მზადდება. ექსპერტების განმარტებით, მრავალსაფეხუროვანი გაწმენის შედეგად , სპირტში „Пшеничная слеза“ მნიშვნელოვნად შემცირებულია მიკრომინარევების რაოდენობა, რაც იძლევა ნაბახუსევის თავიდან აცილების და შესანიშნავი დილის განწყობის გარანტიას. სიწმინდით სპირტი „Пшеничная слеза“ საზღვარგარეთის სტანდარტებსაც კი მნიშვნელოვნად აღემატება და შესანიშნავი გემოვნური თვისებებით ხასიათდება. უკრაინული არაყი ყოველთვის სარგებლობდა ავტორიტეტით მსოფლიოში, თუმცა სპირტმა „Пшеничная слеза“ მისი ხარისხი ახალ დონეზე აიყვანა. „სწორედ სპირტის ხარისხი ახდენს გავლენას არყის გემოსა და დილის განწყობაზე“, - აღნიშნავს საერთაშორისო დეგუსტატორი ედნი ტომპსონი, რომელიც უკრაინელი სპეციალისტების უახლეს მიგნებას გაეცნო. უკრაინაში სპირტ „Пшеничная слеза“ -ს შესყიდვაზე ექსკლუზიური კონტრაქტი ლიქიორისა და არყის ქარხანა „ხორტიცამ“ მიიღო. ხორტიცა უკვე ქართულ ბაზარზეა და ხელმისაწვდომია ქართველი მომხმარებლისთვის. (R)