თელავის სამი სოფლის მოსახლეობა ჩაბარებული ყურძნის ანაზღაურებას ითხოვს

თელავის სამი სოფლის - გრემის, ნაფარეულისა და ფშაველის მოსახლეობის ნაწილი გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვს. როგორც კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მევენახეებმა ყურძენი სოფელ შილდაში არსებულ ღვინის ქარხანაში ჩააბარეს, თუმცა ანაზღაურება ამ დრომდე არ მიუღიათ.

როგორც მევენახე შალვა ცუკილაშვილმა საპროტესტო აქციაზე განაცხადა, ღვინის ქარხანას სამი ტონა ყურძენი ჩააბარა, რაშიც 1500 ლარამდე უნდა აეღო. შალვა ცუკილაშვილი გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან შეხვედრასა და კუთვნილი თანხის აღებაში დახმარებას ითხოვს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ღვინის ქარხნის მფლობელები მევენახეებისთვის თანხის გადაუხდელობის გამო დაკავებულები არიან და მათთვის უცნობია, კუთვნილი ანაზღაუურების მიღების საკითხი.

მევენახეებმა, შესაძლოა, ანაზღაურების მოთხოვნით, პერმანენტული აქციები გამართონ.