დღევანდელი მდგომარეობით, დაახლოებით 18,5 მლნ ოდენობის უძრავ-მოძრავი ქონებაა დაბრუნებული , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ნადარეიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ძალადობის მიმართულებით გახსნილია ისეთი საქმეები, როგორიცაა კობა დავითაშვილზე თავდასხმა.
"სულ 105 პირი არის დაზარალებულად ცნობილი. აქედან, 20-ის საკითხი მიმართულია სასამართლოსთვის შუამდგომლობით განაჩენის გადახედვაზე, ხოლო დანარჩენი არის ქონებრივ ნაწილში დაზარალებულად ცნობილი და მათ დიდ ნაწილს უკვე დაუბრუნდა ქონება, მცირე ნაწილისთვის კი, დაბრუნების პროცესშია",- განაცხადა ნადარეიშვილმა.