„სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, გამოაქვეყნოს იმ კომპანიების ვინაობა, რომლებმაც მსხვილი ტრანზაქციები განახორციელეს, რამაც ლარის უცაბედი ვარდნა გამოიწვია. ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოდან” იუწყებიან.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, ფაქტით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.
„ფაქტით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა. უნდა დაიწყოს გამოძიება, ვინ გააკეთა მსხვილი ტრანზაქციები. თუმცა, მანამდე ეროვნულმა ბანკმა უნდა გაასაჯაროოს მათი ვინაობა. ჩვენ ამით შევძლებთ დავადგინოთ, საიდან მოვიდა ეს ფული, ვინ მოითბო ამით ხელი და რეალურად, რამ გამოიწვია ლარის ვარდნა რამდენიმე საათში“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძის თქმით, ეს საკითხი არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი და დროულად უნდა მოხდეს ფაქტზე რეაგირება.