სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე 21 დეკემბერს ბიზნესმენებთან წლის შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან იუწყებიან, ლევან რაზმაძე განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის ინიციატივით, შეხვედრები ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ტარდება. მიმდინარე წელს სხვადასხვა სფეროს მიმწოდებლებთან სულ 16 შეხვედრა ჩატარდა.
წლის შემაჯამებელი შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება.