ზოგიერთ ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურზე საწვავი კიდევ გაძვირდა. ბენზინისა და დიზელის ფასმა 9 დეკემბრის შემდეგ კიდევ 5 თეთრით მოიმატა. ფასები გაზრდილია „ვისოლისა“ და „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურებზეც.
”ვისოლში” ფასებმა 5 თეთრით მოიმატა. შედეგად დღეის მონაცემებით, ”ეკო სუპერი” - 2,14 ლარი ღირს, მაშინ როცა მისი ფასი 2.09 ლარი იყო; ”ეკო პრემიუმი” 1,94-დან 1.99 ლარამდე გაიზარდა; ”ეკო რეგულარის” საფასურმა 1,84 ლარიდან 1.89-მდე მოიმატა; ხოლო ”ეკო დიზელი” ფასი - 1.95 ლარი გახდა, მაშინ როცა 9 დეკემბრის მონაცემებით, - 1.90 ღირდა.
ასევე 5 თეთრით გაიზარდა ფასები „გალფის“ სადგურებზე. კერძოდ, G-Force პრემიუმის ფასი – 1.99 ლარი გახდა, მაშინ როცა 9 დეკემბრის მონაცემებით, 1.94 ღირდა; G-Force ევრო რეგულარის ფასი – 1.84-დან 1.89 ლარამდე გაიზარდა; ევრო რეგულარის საფასურმა 1.74 ლარიდან – 1.79-მდე მოიმატა; ევრო დიზელის საფასური – 1.90-დან 1.95 ლარამდე; ხოლო დიზელის – 1.74 ლარიდან 1.79 ლარამდე გაიზარდა.
ფასები არ შეცვლილა „სოკარისა“ და „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე.
რაც შეეხება „რომპეტროლს“, დღეის მდგომარეობით, კომპანიას შემდეგი ფასები აქვს: სუპერი – 2.16 ლარი; ევრო პრემიუმი – 1.98; ევრო რეგულარი – 1.76 ლარი ღირს; efix ევრო დიზელის ფასი – 1.96 ლარი; ხოლო ევრო დიზელის საფასური – 1.76-ია.