ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, შილდის ღვინის ქარხნის მიერ დაწურული ღვინო ამოღებულია და მევენახეები კუთვნილ თანხას მიიღებენ

კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორი გიორგი სამანიშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი შეხვდნენ.შეხვედრაზე მევენახეებმა მათი კუთვნილი თანხის ანაზღაურება სახელმწიფოსგან მოითხოვეს.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, თაღლითური დაჯგუფება, რომელმაც გლეხების მოტყუება სცადა, ძალოვანებმა დააკავეს და ამ დროისთვის საქმეზე სასამართლო მოსმენები მიმდინარეობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, შილდის ღვინის ქარხნის მიერ დაწურული ღვინო ამოღებულია და მევენახეები კუთვნილ თანხას აღნიშნული ღვინის რეალიზების შემდეგ მიიღებენ.

„პირები, ვინც იბარებდნენ ყურძენს, აღმოჩნდნენ თაღლითება და კარგია, რომ ძალოვნებმა ისინი დროულად დააკავეს. ამოღებულია მათ მიერ დაწურული ღვინო და ყველა ადამიანი, ვინც მათ ყურძენი ჩააბარა, კუთვნილ თანხას აღნიშნული ღვინის რეალიზაციის შემდეგ მიღებს. თუმცა, ჩვენც და მევენახეებსაც მოგვიწევს, სასამართლოს დასრულებას დაველოდოთ“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი სამანიშვილმა.