სამსახური, გამოუძინებელი მე, სიცივეა… ყინავს… ახალი წლის წინა პერიოდია და სამსახურშიც თავზე საყრელად მავს საქმე. დილით, მაღაზიაში გადავწყვიტე გასვლა, ვიფიქრე რამე ტკბილს ავიღებ და მერე ჩავეფლობი საქმეებში-მეთქი, რა მინდოდა რას გავდიოდი? მით უმეტეს ამ პერიოდში იმდენი საქმეა, თავს ვერ ვწევ ზევით, ხოდა, უკან მობრუნებულს, ოფისის კარამდე 5 ნაბიჯიც არ მქონდა დარჩენილი მობილურზე ზარი რომ შემოვიდა, როგორია ამ სიცივეში ჯერ ჯიბიდან ამოიღო ტელეფონი და მერე ეკრანზე თითი გადაასრიალო, მაგრამ რას ვიზამთ საქმიან ზარს ველოდებოდი...
ამ სიცივეში იმდენად გამეყინა ხელები, მძიმე ავადმყოფივით ვებრძოდი ვიწრო ჯიბეს და თან ვგრძნობდი რომ რაღაც ისე არ იყო...როგორც კი ჯიბიდან ამოვიღე, ტელეფონი ხელიდან გამივარდა. ჩაიარა ჩემს მიერ, სიცივისგან შეწუხების ნიადაგზე, სინათლის სისწრაფით ამოვლილი კიბეები და შედეგმაც არ დააყოვნა, ეკრანი აღარ არსებობდა...
აბა, როგორია, გარეთ საცობი, ყინვა, დრო არაა, საქმე იცოცხლე, დასახმარებლად საღსალამათად დარჩენილ სამსახურის კომპიუტერს და სოციალურ ქსელს მივმართე - აბა „კიდობანიო“, არა მანდ არ გინდა „ხიშნიკებთან“ უფრო იაფი დაგიჯდებაო, ზოგმა ჭავჭავაძე მითხრა, ზოგმა რუსთაველი მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ ვერ ვიცლი გასასვლელად, თან საცობია, თან სად გავაჩერო მანქანა, ყველგან გადატენილია პარკინგი, არადა მობილური ძალიან მჭირდება...
ამ დროს მეგობარმა მითხრა რომ თურმე iTechnic-ს ახალი სერვისი დაუმატებია, შენ ზიხარ და მუშაობ, ან ყავას სვამ ან აკეთებ რასაც გინდა. ისინი კი შენთვის სასურველ მისამართზე მოდიან და ადგილზევე, თქვენს თვალწინ აახლებენ apple-ს ნებისმიერ პროდუქციას. ეს ყველაფერი იმდენად მარტივად და სწრაფად ხდება, რომ მეც კი, ქართულ სერვისზე სკეპტიკურად განწყობილი, აღფრთოვანებული დავრჩი. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ზარის განხორციელებიდან სულ რაღაც ნახევარ საათში, iTechnic-ის ახალი სერვისის წარმომადგენლები ადგილზე იყვნენ, 15 წუთში ეკრანიც შემიცვალეს, ბარემ შენელებულ-გაჭედილი ოპერაციული სისტემაც გადამიწერეს. ამის პარალელურად კი მე ჩემი სამსახურებრივი საქმეების მოგვარებით ვიყავი დაკავებული.
უნდა ვაღიარო, რომ ძალიან კომფორტულია, როდესაც შენთვის ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას, შენი ერთგული კომპანია მხოლოდ ერთი ზარის განხორციელებით გიგვარებს.
მით უმეტეს მაშინ, როდესაც გეჩქარება, დრო არ გაქვს... ჩვენ ხომ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, როცა დრო დროს ვეღარ ეწევა.
ლევან მესხიშვილი