რა ღირს საახალწლო მოგზაურობა ევროპის ყველაზე ლამაზ ქალაქებში?

ახალი წელი ყველგან ჯადოსნური და ლამაზია, თუმცა არსებობს ადგილები, სადაც სადღესასწაულო განწყობა განსაკუთრებით მაღალია და ტურისტები ხშირად ეტანებიან მსგავს ტერიტორიებს.

თუ თქვენთვის ახალი წლის ოჯახურ გარემოში შეხვედრა პირველი ხარისხის პრიორიტეტი არ გახლავთ ან ოჯახთან ერთად გსურთ სამოგზაუროდ წასვლა, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა, რადგან დღეს vivus.ge-ს ბლოგი გიამბობთ ევროპის იმ ქალაქებზე, სადაც 2017 წელს განსაკუთრებული დღესასწაული გელით.

იმ შემთხვევაში თუ მოგზაურობისთვის ფული არ გყოფნით, გახსოვდეთ, არსებობს ონლაინ სესხები, რომელთა შორის საუკეთესო ალტერნატივაა ლიდერი კომპანია vivus ge, სადაც სესხს 1 წუთში, სახლიდან გაუსვლელად დაგიმტკიცებენ.

მიიღე 50-დან 650 ლარამდე თანხა vivus-ში და გააკეთე ის რაც გსურს ახლავე.

შეგახსენებთ იმასაც, რომ Vivus.ge-ში პირველი sesxi უპროცენტოა, განმეორებითი სესხები კი ყველაზე დაბალ პროცენტში გაიცემა.

რაც შეეხება საახალწლო მოგზაურობას, გამოცდილი ტურისტების მიერ რეკომენტირებული ქალაქების ტოპ სამეული შემდეგნაირად გამოიყურება:

ბერლინი, გერმანია

- ამბობენ ევროპაში საუკეთესო ახალი წელი გერმანიაში აქვთო. ეს ეხება არამხოლოდ ბერლინს, არამედ კელკს, ნიურბერგსა და სხვა ქალაქებსაც, თუმცა მასშტაბებიდან გამომდინარე მაინც გერმანიას გირჩევდით.

გერმანიის ქალაქები საახალწლოდ საოცრად ლამაზი აქსესუარებით არის მორთული და საოცარ განწყობას უქმნის სტუმრებსაც და ადგილობრივებსაც. გარდა ამისა, აქ გაუსაძლისი სიცივეც არ შეგაწუხებთ, ზამთარში გერმანიაში ჰაერის ტემპერატურა 0-დან -4 გრადუსამდე მერყეობს.

ხელსაყრელია სასტუმროს ფასებიც. მაგალითად ბერლინის ცენტრში ორკაციანი ნომერი 120 ევრო ღირს, წინასწარ დაჯავშნის შემთხვევაში კი ფასი სულ რაღაც 90 ევროა. საახალწლო ვახშამი ბერლინის რესტორანში კი დაახლოებით 100-200 ევრო დაგიჯდებათ.

ფასებს თუ შეადარებთ, ეს თითქმის იგივეა რაც თბილისში ახალი წლის აღნიშვნა და ბევრად ნაკლებია, ვიდრე ქართულ კურორტებზე დღესასწაულის გატარება.

საფრანგეთი, პარიზი - ეს ქალაქი წელიწადის ნებისმიერ დროს აქტუალურია, თუმცა ახალ წელს განსაკუთრებულ ხიბლს იძენს. როგორც ამბობენ, ამ პერიოდში პარიზი ერთ დიდ საახალწლო ნაძვის ხეს ემსგავსება.

არდადეგების სასიამოვნოდ გატარებაში ხელს შეგიწყობთ ამინდიც. ტემპერატურა აქ +5 გრადუსამდეა, თოვლი თითქმის არასოდეს მოდის.

რაც შეეხება ფასებს, თუ ახალი წლის ფუფუნებაში გატარება არ გსურთ, პარიზში სამ ვარსკვლავიანი სასტუმრო 120 ევრო დაგიჯდებათ. წინასწარ დაჯავშნის შემთხვევაში კი 80-90 ევრო. რაც შეეხება საახალწლო სუფრას, პარიზის რესტორანში, ახალი წლის ღამეს ერთკაციანი მენიუს ფასი 150 ევროდან იწყება.

ფინეთი, ჰენსილკი და ლაპლანდია - და რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა ეს სია თოვლის ბაბუის სამშობლოს გარეშე.

მართალია აქ სიცივე მაღალ ნიშნულზეა და ტემპერატურა მინუს 15 გრადუსს აღწევს, მაგრამ ფინეთში საახალწლო მოგზაურობით თქვენ ნამდვილ ზღაპარში მოხვდებით. გარდა ამისა, დააგემოვნებით უგემრიელეს სამზარეულოს.

საუკეთესო ალტერნატივაა კოტეჯის დაქირავება და სათხილამურო სპორტით დაკავება, რაც 130 ევრო ღირს, თუმცა შეგიძლიათ ეკონომიური გადაწყვეტილება მიიღოთ და დაიქირავოთ სასტუმროს ნომერი, რომლის ფასიც წინასწარ დაჯავშნის შემთხვევაში, სულ რაღაც 40 ევრო გახლავთ. რაც შეეხება საახალწლო ვახშამს, რესტორანში მისი ფასი ერთ კაცზე დაახლოებით 50 ევროა. (R)