ჩვენი პროგნოზით, ფასების ძალიან დიდ ზრდას არ უნდა ველოდოთ. ამ წუთას ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განუცხადა, თუმცა ლარის გაუფასურების საკითხზე უფრო ვრცელი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
კაკულიას თქმით, ის მზადაა, ამ თემაზე პირდაპირ ეთერში, ვრცელი ქრონომეტრაჟის პირობებში ისაუბროს და არა მოკლე კომენტარის სახით.
“თქვენ გექნებათ რამდენიმე წამი ეთერში და მოდით, ასეთ თემებზე მომიწვიეთ და პირდაპირ ეთერში ვილაპარაკოთ. ლართან დაკავშირებით ცოტა მეტი დროის ფარგლებში სიამოვნებით ვისაუბრებ“, - განუცხადა კაკულიამ ჟურნალისტებს.