ახალი წელი არაყიშვილი რეზიდენსში - ეს ფასდაკლება და ბევრი საჩუქარია

საცხოვრებელი კომპლექსი საახალწლოდ მომხმარებელს სახლის მოსაწყობად ყველაზე საჭირო საჩუქრებს და ფასდაკლებას პირდება.

მსურველები, რომლებიც შეიძენენ ბინას კომპლექსში, საჩუქრად მიიღებენ გერმანულ პრემიუმ კლასის ტექნიკის სრულ კომპლექტს მთელი სახლისთვის და ასევე ისარგებლებენ სპეციალური bpnფასდაკლებითაც.

“გვინდოდა ჩვენი მომხმარებლისთვის საახალწლოდ მართლაც განსაკუთრებული შეთავაზება გაგვეკეთებინა. ჩავთვალეთ, რომ ეს იმ საჩუქრების ნაკრებია, რომელიც ნებისმიერი სახლის მოწყობისთვის არის საჭირო და აუცილებელი. მომხმარებელი, რომელიც ამ აქციაში ჩაერთვება, თითქმის ყველა სახის, თანაც უმაღლესი ხარისხის, საყოფაცხოვრებო ტექნიკას მიიღებს და ახალი სახლისთვის შესაძენი პრაქტიკულად აღარაფერი ექნება. გარდა ამისა, ჩვენ მათ კამპანიის პერიოდში სპეცფასსაც ვთავაზობთ“ - განაცხადა პროექტის მარკეტინგის ხელმძღვანელმა თეონა ახობაძემ.

პრემიუმ სასაჩუქრე პაკეტი ორი ტიპის არის 100კვ.მ-მდე და 100კვ.მ-ზე მეტი ფართის შეძენის მსურველებისთვის და მასში შედის:

  • მაცივარი (ბოში)
  • გაზის სეტი - ღუმელი, გამწოვი, გაზის ქურა (ბოში)
  • ჭურჭლის სარეცხი მანქანა (ბოში)
  • მულტირობოტი სამზარეულოსთვის (ბოში)
  • სარეცხი მანქანა (ბოში)
  • საუზმის სეტი: ტოსტერი, ელექტრო ჩაიდანი, ყავის აპარატი (ბოში)
  • მტვერსასრუტი (ბოში)
  • ლედ ტელევიზორი (სამსუნგი)
  • კონდიციონერი (ჰიუნდაი)
bpn

არაყიშვილი რეზიდენსი ვაკის ცენტრში, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საცხოვრებელ ნაწილში მდებარეობს. ადგილმდებარეობის გარდა, ის ასევე საინტერესო პროექტია არქიტექტურული თვალსაზრისითაც.

არაყიშვილი რეზიდენსის ექსკლუზიური ბროკერია Colliers International Georgia. პროექტი საქართველოს ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. მიმდინარე აქციის გარდა, არაყიშვილი რეზიდენსი მომხმარებელს მოქნილ გადახდის პირობებს სთავაზობს. მსურველებს საშუალება აქვთ პროექტის დასრულებამდე უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ. ასევე მოქმედებს იპოთეკური სესხიც, რომელსაც საქართველოს ბანკი მომხმარებელს მხოლოდ 6%-ად სთავაზობს.

საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 2017 წლის ნოემბერში სრულდება. (R)

032 224 30 60

sales@arakishvili.ge

www.arakishvili.ge

bpn