თბილისის აეროპორტიდან კუბაზე ფრენები დაიწყო.
პირველი რეისი ჰავანას მიმართულებით 19 დეკემბერს უკვე განხორციელდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჰავანას მიმართულებით ტრანზიტულ ფრენებს -თბილისი-სტამბული-ჰავანა, ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზები” ახორციელებს. როგორც კომპანიაში გვითხრეს, რეისები კვირაში 3 დღე - სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას ხორციელდება.
"თურქეთის ავიახაზების“ ცნობით, თბილისიდან ჰავანას მიმართულებით ბილეთის ფასი ვებგვერდზე შეძენის შემთხვევაში 3 235 ლარი, ხოლო ოფისში ყიდვისას 3 337 ლარია.
მათივე თქმით, ამ ეტაპზე კომპანიას აქცია აქვს, რომლის ფარგლებშიც თუ ადამიანი ბილეთს 18 იანვრამდე იყიდის და თბილისიდან ჰავანას მიმართულებით 31 მარტამდე გაფრინდება ბილეთის ოფისში ყიდვის შემთხვევაში 1 900 ლარი დაუჯდება, ხოლო საიტზე შეძენა 1 796 ლარი ეღირება.
ავიაკომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს ფრენების დაწყებას უკრაინაში, ხარკოვსა და ტაილანდში, ქალაქ ფხუკეტის მიმართულებითაც.