ბათუმის მერიის ა(ა)იპ "კორპუსებმა" 2016 წელს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან 250 ათასი ლარი ვერ გახარჯა და მერიას უკან დაუბრუნა , ამასთან, საახალწლოდ ჯილდოს სახით თანამშრომლებითვის პრემიას ითხოვენ ,- ეს განცხადება ბათუმში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გელა დეკანაძემ გააკეთა.
„ნაციონალური მოძრაობის წევრი მიიჩნევს, რომ 250 ათას ლარად ბათუმში არაერთი ავარიული შენობის მოწესრიგება შეიძლებოდა, თუმცა ეს არ გააკეთეს.
"ქალაქის ბიუჯეტს ა(ა)იპი " კორპუსების" ხელმძღვანელობამ გაუხარჯავი 250 ათასი ლარი უკან დაუბრუნა. ამასთან, ისინი საახალწლოდ თანამშრომლებისთვის პრემიის გამოყოფას ითხოვენ. მაშინ როდესაც შეიძლებოდა ამ თანხით არაერთი ავარიული კორპუსის მოწესრიგება, თუმცა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა",-განაცხადა გელა დეკანაძემ.