თბილისის დროით 13:10 საათზე, „ბლუმბერგის“ ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარი 2. 8125 ლარად ივაჭრება.
„ბლუმბერგზე“ ვაჭრობა დღეს 1 დოლარი 2.80 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.7831 ლარია. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში კიდევ 4 პუნქტით გაუფასურდა.