გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საახალწლო საჩუქრებისთვის თანხა გასულ წელთან შედარებით 1000 ლარით შეამცირა. მიმდინარე წელს ხელისუფლებისგან საჩუქარს მხოლოდ 350 ბენეფიციარი მიიღებს. როგორც გურჯაანის გამგეობაში აცხადებენ, ახალ წელს საჩუქარი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, დევნილებს, ას წელს გადაცილებულ მოქალაქეებს გადაეცემათ. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნატო გონგაძემ განაცხადა, გასულ წელს თვითოეულ ბენეფიციარზე გათვლილი იყო 75 ლარის ღირებულების პაკეტი, წელს კი ერთი სასაჩუქრე პაკეტის ღირებულება 50 ლარს შეადგენს.
"ყველაზე კარგი პაკეტი შარშანაც ჩვენ გვქონდა და წელსაც ჩვენ გვაქვს, ამიტომ, თანხის შემცირება ბენეფიციარებზე არ აისახება. წელს მინიციპალიტეტს 18 000 ლარი აქვს გამოყოფილი აღნიშნულ პროგრამაზე, რაც შარშანდელთან შედარებით 1000 ლარით შემცირდა", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ნატო გონგაძემ.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სამიზნე ჯგუფებისა, საახალწლო საჩუქარს ის უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებიც მიიღებენ, რომელთა სიაც გამგეობას მუნიციპალიტეტის სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.