ტარიფის გადახედვა არა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, არამედ სემეკის პრეროგატივაა“, - ამის შესახებ კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი ცხადაძე აცხადებს.
კითხვაზე, გეგმავს თუ არა GWP სემეკისთვის ტარიფის გადახედვის მოთხოვნით მიმართვას, ცხადაძე აღნიშნავს, რომ ტარიფის გადახედვა სემეკის მიერ ყოველწლიურად ხდება.
“ეს რეგულარული პროცესია და ახლაც მიმდინარეობს. ჩვენ სემეკთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. ტარიფის გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა სწორედ სემეკის კომპეტენციაა,“ - აცხადებს ცხადაძე.