ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე პარლამენტში ეკონომიკური გუნდის მისვლის აუცილებლობას ვერ ხედავს, თუმცა აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არიან ყველა კითხვას პასუხი გასცენ.
როგორც კაკაურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მათ გასულ კვირას ჰქონდათ შეხვედრები როგორც უმრავლესობასთან, ასევე უმცირესობასთან და ყველა კითხვას უპასუხეს.
„ჩვენ გასული კვირის განმავლობაში გვქონდა შეხვედრები როგორც უმრავლესობასთან, ასევე საპარლამენტო უმცირესობასთანაც. ამიტომ დიდ შინაარს ამ შეხვედრისა ვერ ვხედავ. თუმცა მზად ვართ ყველა კითხვას გავცეთ პასუხი,“-აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
ოპოზიცია მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებს პარლამენტში იბარებს.