პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, მისთვის გაუგებარია რატომ უნდა მივიდეს პარლამენტში ეკონომიკური გუნდი ოპოზიციის მოთხოვნით. როგორც ძიძიგურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციას სურს ატეხოს აჟიოტაჟი ლართან დაკავშირებით არსებულ საკითხებზე.
,,მე ვფიქრობ, რომ ყველა კითხვას, რაზეც პასუხი უნდა გაეცა ეკონომიკურ გუნდს, გაცემულია. რაიმე ახალი სათქმელი ეკონომიკურ გუნდს იმის მერე, რაც პარლამენტში იყო, არა მგონია, რომ ჰქონდეს. ვერ ვხედავ რაიმე დატვირთვას ეკონომიკური გუნდის, რომ კიდევ დამატებით პარლამენტში მოვიდეს, გარდა იმისა, რომ ოპოზიციას აჟიოტაჟის ატეხვა სურს. სურთ მეტი იხმაურონ, რომ ძალიან წუხან ლარის კურსთან დაკავშირებით. არავითარი წუხილი მათ არ გააჩნიათ. რაიმე წუხილი რომ ქონდეთ, თემით სპეკულირებას თავს დაანებებდნენ და აჟიოტაჟის შექმნას არ შეუწყობდნენ ხელს“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.