სასამართლომ მაია და გუკა რჩეულიშვილები პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლები მაია და გუკა რჩეულიშვილები პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდებულების ინტერესების დამცველების შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით.

მაია რჩეულიშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გურამ რჩეულიშვილის ადვოკატი კი, წინა პროცესზე დაკითხული ექსპერტის ჩვენებიდან გამომდინარე ითხოვდა.

ადვოკატები გურამ რჩეულიშვილის 150 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ, მაია რჩეულიშვილის კი, 50 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.