ლარიზაცია წაღმა - როგორ უნდა გავამყაროთ კურსი 2.00-მდე

ლარიზაცია წაღმა: როგორ უნდა გავამყაროთ კურსი 2.00-მდე, ანუ როგორ გავზარდო ლარზე მოთხოვნა 1 მილიარდი დოლარით. ამის შესახებ ეკონომისტი მიხეილ დონდუა „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

1. უნდა შევასრულოთ სვალუტო ფონდის რეკომენდაცია ("საფინანსო სექტორის შეფასების პროგრამა, მაკროპრუდენციული პოლიტიკის ფარგლები - ტექნიკური ჩანაწერი" 2015 წ.)

2.უნდა შევასრულოთ სავალუტო ფონდის მკვლევართა სპეციალური რეკომენდაცია. ("როგორ განხორციელდეს ფინანსურისი სისტემების დედოლარიზაცია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში? 2015წ.)

3. უნდა შევასრულოთ გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) da ფრაკფურტის ფინანსების და მენეჯმენტის სკოლის რეკომენდაცია

(„საქართველოს წამახალისებელი (ეკონომიკური) ინსტიტუტი“ 2015წ. )

რეკომენდაცია #1

1. "უცხოურ ვალუტაში გამოსახულ ანაბრებზე სარეზერვო მოთხოვნების ადგილობრივ ვალუტაში განსაზღვრა"

ახსნა და შედეგი:

დღეის მდგომარეობით კომერციული ბანკები დოლარში მოზიდული დეპოზიტების 20%-ს სავალდებულო წესით არეზერვებს ეროვნულ ბანკში. ეს თანხა შეადგენს 1 მილიარდ დოლარს. თუ შევასრულებთ სავალუტო ფონდის პეციალისტთა რეკომენდაციას, კომერციული ბანკებს მოუწევთ 1 მილიარდი დოლარის გადახურდავება ლარში სავალდებულო რეზერვების შესაქმნელად. შედეგად , (ეროვნული ბანკის ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების დახარჯვის გარეშე!!!), მიმოქცევიდან ამოვა მილიარდობით ჭარბი ლარი და ბაზარზე გამოვა 1 მილიარდი დოლარი. რაც კურსს დასვამს 1$/2.00 ლარის დონეზე.

2. უნდა დაწესდეს "ობამას ბანკების გადასახადი", ანუ კაპიტალის მაღალი მოთხოვნები სისტემური ბანკებისათვის. აქაც დარეზერვება უნდა მოხდეს ეროვნულ ვალუტაში, რაც დამატებით დიდი რაოდენობის დოლარის გალარებას გამოიწვევს.

3.სავალუტო რისკისაგან დაუზღვეველ პირებს ნებისმიერი მოცულობის სესხი უნდა მიეწოდოს მხოლოდ ლარში

4. საცალო სესხის გაცემისას სესხის დაფარვის გრაფიკი სავალდებულო წესით, ისე უნდა იყოს გაწერილი, რომ მსესხებელს სესხის მომსახურებისათვის მისი განკარგვადი შემოსავლის უმცირესი ნაწილის გადახდა უწევდეს

5. უნდა ამოქმედდეს დეპოზიტების დაზღვევის სისტემა

მაგრამ

პიველ რიგში უნდა სასწრაფოდ უნდა შევასრულოთ

რეკომენდაცია #1:

"უცხოურ ვალუტაში გამოსახულ ანაბრებზე სარეზერვო მოთხოვნების ადგილობრივ ვალუტაში განსაზღვრა"

ლარიზაცია უნდა გავაკეთოთ წაღმა! ლარიზაცია უნდა გავაკეთოთ საფინანსო სექტორში და არა სასოწარკვეთილი მსესხებლის პერანგის ჯიბეში!

წყარო:

http://www.imf.org/external/pubs/ft/wp/2015/wp15203.pdf

საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამუშაო დოკუმენტი - "როგორ განხორციელდეს ფინანსურისი სისტემების დედოლარიზაცია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში? 2015წ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი - "საფინანსო სექტორის შეფასების პროგრამა, მაკროპრუდენციული პოლიტიკის ფარგლები - ტექნიკური ჩანაწერი" 2015 წ.

(KFW) და ფრაკფურტის ფინანსების და მენეჯმენტის სკოლა -

„საქართველოს წამახალისებელი (ეკონომიკური) ინსტიტუტი“ 2015წ.