მსოფლიო ბანკი თურქეთსა და აზერბაიჯანს 800 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტს გამოუყოფს.
მსოფლიო ბანკის განცხადებით, აღნიშნულ ქვეყნებს კრედიტი ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) მშენებლობის მიზნით გამოეყოფა.
„მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი თურქეთისთვის და იგივე ოდენობის კრედიტი აზერბაიჯანისთვის ტრანსანატოლიის გაზსადენის მშენებლობისთვის“, - ნათქვამია მსოფლიო ბანკის განცხადებაში.
ასევე ცნობილი გახდა, რომ მოცემული პროექტი ითვალისწინებს თურქეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას აზერბაიჯანის გაზის საბადოებიდან და ასევე თურქეთის ტერიტორიის გავლით მის მიწოდებას ევროპაში.