საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიგი წერეთლის განცხადებით, ელექტრომატარებლებზე ფასების მატება, დენისა და გაზის ტარიფის ზრდას გამოიწვევს.
როგორც წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ფასების ზრდა მოსახლეობისთვის მძიმე ტვირთი იქნება.
„თუ ლარის ვარდნის პროცესი ისევ გაგრძელდა, სრულიად რეალურია, რომ კომპანიებმა გააძვირონ ფასები ელექტრომატარებლებზე, იქნება ეს ელექტროენერგია თუ გაზი. ეს თავისთავად გამოიწვევს სხვა პროდუქციაზე, მომსახურებაზე ფასების მატებას, რაც მძიმე ტვირთი იქნება მოსახლეობისთვის,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.