ზვიად ძიძიგური - "ტარიფებთან დაკავშირებით მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მოსახლეობის ინტერესები არ დაზარალდეს"

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ხელისუფლება ყველანაირად ეცდება, რომ მოსახლეობის ინტერესები არ დაზარალდეს.

,,ეს კომპონენტი, რაც გაიზარდა, არის ძალიან მცირე მთლიან მოცულობაში, ელექტროენერგიის წარმოების ხვედრითი წილი თბოელექტროსადგურებიდან არის ძალიან დაბალი, ამიტომ ეს არ არის საშიშროება, ვინაიდან ტარიფი არ შედგება მხოლოდ ერთი კომპონენტისგან, ის შედგება ბევრი კომპონენტისგან. როგორც წესი, გადაბალანსება ხდება. მთავრობის, სემეკის, პარლამენტის პოზიცია არის, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს და მისი მდგომარეობა არ გაუარესდეს. ამ მიმართულებით მაქსიმალური მხარდაჭერა იქნება მოსახლეობის ინტერესების. ეს არის პოზიცია, რომელიც გააჩნია უმრავლესობასაც, მთავრობასაც. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მოსახლეობის ინტერესები არ დაზარალდეს. ეს არის ჩვენი ურყევი პოზიცია“, -განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.