გიორგი მღებრიშვილი - დანაშაულის სტატისტიკა გაზრდილი არ არის

ამ დროის მონაცემებით, დანაშაულის სტატისტიკა გაზრდილი არ არის, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს შესაბამის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

”ამ დროის მონაცემებით, დანაშაულის სტატისტიკა გაზრდილი არ არის, მაგრამ ზუსტი ციფრები გვეცოდინება წლის ბოლოს, როდესაც დავითვლით მუხლობრივად და იმ მეთოდოლოგიით, რომლითაც ითვლება სტატისტიკური მონაცემები”, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

რაც შეეხება დანაშაულის გახსნის მაჩვენებელს, როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, ეს მაჩვენებელი საკმაოდ გაზრდილია.

”ამაზეც კი გვაკრიტიკებენ ჩვენი ოპონენტები - როგორაა ასეთი მაღალი გახსნის მაჩვენებელი არ სჯერათ. ყველა მძიმე კატეგორიის დანაშაული ფაქტობრივად, გახსნილია”, - აღნიშნა შს მინისტრმა.