"ჯეოსელის" ქსელი დაახლოებით 2 საათია ნაწილობრივ გათიშულია.
კომპანიის აბონენტთა ნაწილი ვერ ახორციელებს სატელეფონო ზარებს, ვერ აგზავნიან მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და ვერ ამოწმებენ ბალანსს.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრსის აღნიშნავს, ამ ეტაპზე ”ჯეოსელში” ახალ სისტემაზე გადასვლის სამუშაოები მიმდინარეობს.
"ეს სამუშაოები რამდენიმე ეტაპიანია. აბონენტებმა ამის შესახებ რამდენიმე ხნით ადრე მიიღეს ინფორმაცია და მათ იცოდნენ, რომ შეიძლებოდა ქსელის გათიშვა რამდენჯერმე დაფიქსირებულიყო", - აღნიშნეს "ჯეოსელში".
კომპანიის განმარტებით, ”ჯეოსელის” აბონენტები ქსელით სრულყოფილად სარგელობას ერთ საათში შეძლებენ. კომპანია აბონენტებს შექმნილი უხერხულობის გამო ბოდიშს უხდის.